კიკე სეტიენი: “ჩემი ფილოსოფია მატჩების ლამაზი ფეხბურთით მოგებაა”

0
28
BARCELONA, SPAIN - JANUARY 14: FC Barcelona President Josep Maria Bartomeu, Head Coach Quique Setien and Sporting Director Eric Abidal pose for the media as Quique Setien is unveiled as new FC Barcelona Coach at Camp Nou on January 14, 2020 in Barcelona, Spain. (Photo by Alex Caparros/Getty Images)

კატალონიის „ბარსელონამ“ კიკე სეტიენი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა და 61 წლის სპეციალისტმა ახალი კლუბის თავკაცის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.
„მადლობა კლუბს. ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიქნებოდი. გუშინ ჩემს სოფელში ძროხებს ვუვლიდი, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვავარჯიშებ.
ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება. „ბარსელონას“ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად მოუმატოს.
როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის გუნდში, ეს ახალ სტიმულს იძლევა. არ ვიცი, ჩემი საუკეთესო გზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეგვიძლია. მატჩები ლამაზი ფეხბურთით უნდა მოვიგოთ, ეს ჩემი ფილოსოფიაა. ახლა მთავარია, რომ დეტალებს დავუთმოთ დრო.
ერთხელ გვარდიოლას მიწვევით მქონდა შესაძლებლობა მესისთვის ვარჯიშზე მეყურებინა. მასთან მივედი და ვთხოვე, რომ 60 წლამდე ეთამაშა ან სიკვდილამდე“, – განაცხადა სეტიენმა.