“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერნესტო ვალვერდე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ იმუშავებს. კლუბის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე “ბარსას” მიერ ესპანეთის სუპერთასზე განცდილი მარცხის შემდეგ მივიდა.
ვალვერდე “ბარსელონას” სათავეში 2017 წლის ზაფხულიდან ედგა. მან კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ, ესპანეთის თასი და სუპერთასი თითოჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგას ორივე მცდელობაზე სამარცხვინოდ გამოეთიშა.