სერხიო აგუეროს რეკორდი და პირველობა

0
50

ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ასტონ ვილა” ბირმინგემში 6:1 დაამარცხა. არგენტინელმა სერხიო აგუერომ სამი გოლის გატანა შეძლო.
სამხრეთამერიკელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგაში მეთორმეტე ჰეთ თრიქი გაიფორმა, რითაც ალან შირერის რეკორდი დაამხო.
ამასთან, სერხიოს პრემიერლიგურ კარიერაში 177 გოლი დაუგროვდა. აგუერომ გატანილი გოლების რაოდენობით ფრანგ ტიერი ანრის გადაუსწრო და პრემიერლიგის ლეგიონერებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
არგენტინელი ,,სიტიში” 2011 წელს მადრიდის ,,ატლეტიკოდან” გადავიდა. 30 წლის ფორვარდს ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 359 შეხვედრაში 249 გოლი აქვს გატანილი.