ბათუმის „დინამო“ 17 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ჟულიო ვინისიუს სოუზას დამატებას აპირებს, რის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა.
ამჟამად, ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი „ბაიაში“ გამოდის. ის საქართველოში ორ დღეში ჩამოვა და დინამოელებთან სამწლიან ხელშეკრულებას დადებს.
ბათუმურ კლუბში ითამაშებს კიდევ ერთი ბრაზილიელი, „საბურთალოს“ ყოფილი გარემარბი ვაგნერ გონსალვესი, რომელმაც საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.