ავტორიტეტულმა და პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა” ათწლეულის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
გუნდში შერჩევის მთავარი კრიტერიუმი “ოქროს ბურთის” ლაურეატების და ნომინანტების ათეულში მოხვედრა იყო. როგორც იცით, ეს ჯილდო აღნიშნულმა გამოცემამ დააწესა და ყოველ წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს.
მეკარე: იკერ კასილიასი (რეალი/პორტუ);
მცველები: ფილიპ ლამი (ბაიერნი), ვირგილ ვან დეიკი (ლივერპული), სერხიო რამოსი, მარსელო (ორივე რეალი);
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი), ხავი (ბარსელონა/ალ სადი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა/ვისელ კობე);
თავდამსხმელები: ლეო მესი (ბარსელონა), რონალდო (რეალი/იუვენტუსი), ნეიმარი (ბარსელონა/პსჟ).