კრიშტიანუს რეგრესი

0
40
35 წელს მიტანებულმა “იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ წლეულს 39 გოლი გაიტანა, რაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, მით უმეტეს, მისი ასაკის გათვალისწინებით, დიდებული შედეგია, მაგრამ ფაქტია, პირენელი თანდათან რეგრესს განიცდის.
2019 წელს კრიშტიანუმ 25 გოლი “იუვენტუსში”, 14 კი პორტუგალიის ნაკრებში გაიტანა.
ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში რონალდოს ყველაზე უარესი შედეგია. “რეალში” გადასვლის პერიოდიდან მას ასე ცოტა არ გაუტანია.
2013 წლიდან მოყოლებული, რონალდუს შედეგიანობა იკლებს:
2013 – 69 გოლი
2014 – 61 გოლი
2015 – 57 გოლი
2016 – 55 გოლი
2017 – 53 გოლი
2018 – 49 გოლი
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში რონალდომ 10 გოლი (3 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.