კომპიუტერის სიმპათიაც მესის ეკუთვნის

0
29

KU Leuven-ის პროფესორმა და SciSports-ის სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერის დახმარებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს. კანდიდატებს შორის კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი განიხილებოდნენ, ინფორმაციას Sporza ავრცელებს.

კომპიუტერმა საუკეთესოდ ლეო მესი დაასახელა, მისმა საშუალო ქულამ თამაშში 1,21 შეადგინა, რონალდუს ქულა კი 0.61 იყო.

კვლევაში 2013-2014 წლების სეზონიდან 2017-2018 წლების სეზონამდე ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი პროფესორის თქმით, მოთამაშის ღირებულება, როგორც წესი, გოლსა და ასისტზეა დამოკიდებული, თუმცა მატჩში 1600-მდე მოქმედება ხდება. ამიტომ, კომპიუტერმა ფეხბურთელთა თითოეული მოქმედება განიხილა, მათ შორის გოლები, პასები, დარტყმები, დრიბლინგი და მათი ღირებულება ასე გამოიკვლია.