“ლივერპული” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონია

0
36

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩემპიონთა თასის ტრიუმფატორი “ლივერპული” ლიბერტადორესის თასის მფლობელ “ფლამენგოს” შეხვდა, მეტოქე 1:0 დაამარცხა და საპატიო თასს დაეუფლა. შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. საჩემპიონო ბურთი კი 99-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა და “ლივერპულმა” მორიგი ტიტული მოიგო.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ინგლისური გუნდის გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა:
„ძალიან ინტენსიური მატჩი იყო და გამოფიტულები ვართ. ძალიან რთული შეხვედრა იყო, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. გვიან გატანილი გოლები? არ გვინდა, რომ ეს გვჭირდებოდეს, მაგრამ აუცილებელია. ბიჭებით ვამაყობ და მიხარია, რომ კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ“, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.com.