ეროვნულ ნაკრებს მიქაუტაძე გამოაკლდა

0
2

ივნისის ამხანაგურ მატჩებში ტრავმის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება. მან ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩის მიწურულს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა.ი
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 2 ივნისს რუმინეთს შეხვდება, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მიქაუტაძემ ლა ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ესპანეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. გიორგი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 7 შეხვედრა გამართა და გოლი ტურინის „იუვენტუსის“ კარში შეაგდო. “ვილიარეალმა” 20-გუნდიან ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი