პაპუნაშვილმა „სარაგოსას“ მოაგებინა

0
30

გიორგი პაპუნაშვილმა „სარაგოსა“ ესპანეთის სამეფო თასის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
1/64-ფინალში სარაგოსელები სტუმრად მესამე დივიზიონის „სოკუელამოსს“ შეხვდნენ და 1:0 აჯობეს.
ამჯერად, პაპუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 35-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში „სარაგოსაში“ შეუცვლელად პირველი თამაში ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. მანამდე, მან ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში 11 შეხვედრა ითამაშა და თავი არ გამოუჩენია.