60 წლის იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ლივერპულის „ევერტონის“ ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და უახლოეს ხანში კონტრაქტსაც გააფორმებს – გვამცნობს Sky Sports News-ის ტვიტერის გვერდი.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის პორტუგალიელ მარკუ სილვას შეცვლის, რომელიც უკვე გაათავისუფლეს და დროებით გუნდს დანკან ფერგიუსონი წვრთნის.
ანჩელოტის ინგლისის პრემიერლიგაში ადრეც უმუშავია, 2009-11 წლებში ის „ჩელსის“ მოძღვრავდა და ლონდონელ “არისტოკრატებს” საჩემპიონო ტიტულიც მოაგებინა.