საქართველოს რაგბის კავშირსა და ლიდერბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი და დიდი ათის გენერალური სპონსორი გახდა.
ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა დაახლოებით 1,5 წლის წინ დაიწყო. მხარეები ამ თანამშრომლობით კმაყოფილი დარჩნენ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ლიდერბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო სარალიძემ, ხელი განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს.
„ჩვენთვის დიდი პატივია რაგბის კავშირთან თანამშრომლობა და უკვე მეორედ ფორმდება მემორანდუმი. ვფიქრობთ, გასული წლის განმავლობაში ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ ქართული რაგბის და დიდი 10-ის კლუბების წარმატებებში. თანამშრომლობა ორივე მხარისთვის კომფორტული იყო და ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობას“ – განაცხადა ბაჩო სარალიძემ.
„დიდი მადლობა ლიდერბეთს, ვისთანაც ურთიერთობა უკვე მეორე სეზონია გრძელდება. კლუბებისთვის ეს თანამშრომლობა დიდი სიკეთის მომტანია და წარმატებას ვუსურვებ ლიდერბეთს მის ლეგალურ ბიზნესში“ – თქვა გოჩა სვანიძემ.
მემორანდუმზე ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ, ლიდერბეთი დიდი 10-ის ყველა კლუბის წარმომადგენელს ახალი კვართები და სათამაშო ბურთები, ასევე სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.