მერებაშვილი ნოემბერში საუკეთესოა

0
26

პლოცკის „ვისლას“ ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი კლუბში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პოლონურმა გუნდმა გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ყველაზე მეტი ხმა ქართველმა მიიღო.
გიორგი მერებაშვილი – 40 პროცენტი
რიკარდინიო – 22
სესარი სტეფანშჩიკი – 19
ტომას დანე – 13
33 წლის ფეხბურთელმა ნოემბერში „ვისლას“ ღირსება ორ შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეთა კარში ერთი გოლის გატანა შეძლო.