ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა მილანის “ინტერსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ლეო მესისა და ჟერარ პიკეს გარეშე მოთამაშე სტუმრებმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს. თავი კარლეს პერესმა გამოიჩინა. მილანურმა გუნდმა წონასწორობა პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, აღადგინეს. გოლით რომელუ ლუკაკუ გამოირჩა. 84-ე წუთზე მოედანზე ანსუ ფატი შემოვიდა. ახალგაზრდა შემტევს გოლის გასატანად სამი წუთი დასჭირდა. ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (17 წლისა და 40 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენა შეძლო.
დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე პრაღის “სლავია” მიიღო და 2:1 იმარჯვა. ჯგუფიდან “ბარსელონა” და “ბორუსია” გავიდნენ.
