“ნაპოლი” გავიდა, ანჩელოტი წავიდა…

0
27

იტალიურმა „ნაპოლიმ“ კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. სამხრეთიტალიელთა კლუბის კინომაგნატმა მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიის „გენკთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლა.

სინიორ კარლიტოს დათხოვნის მიზეზი გუნდის სერია A-ში წარუმატებელი გამოსვლაა, სადაც „სან პაოლოელებს“ ზედიზედ შვიდი მატჩი არ მოუგიათ. ჩემპიონთა ლიგაზე საპირისპირო სურათია – 12 ქულა (3 მოგება, 3 ფრე) და მერვედფინალის საგზური.

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ 2018 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. როგორც იტალიური მედია წერს, გადაწყვეტილია, რომ მისი მემკვიდრე ჯენარო გატუზო იქნება.