Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულება გაზარდა

0
74

Transfermarkt-ზე (გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო) საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯამური სატრანსფერო ღირებულება 49.90 მილიონი ევროა. ჩვენი ეროვნული გუნდის ჯამური ფასი გაიზარდა, რადგან ოქტომბერში საქართველოს ნაკრების ფასის გრაფაში 31.68  მილიონი ევრო იყო მითითებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კალენდარული წელი დასრულდა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 2020 წლის 26 მარტს, საკუთარ მოედანზე გამართავს. ეს შეხვედრა ბელარუსთან ერთა ლიგის  D  დივიზიონის ნახევარფინალი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი ფინალში გავა, ევრო2020-ის დასკვნით ეტაპზე გასასვლელ გადამწყვეტ მატჩსაც (ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის მოგებულთან) საკუთარ მინდორზე ჩაატარებს.