“ინტერთან” მესის და პიკეს გარეშე

0
37

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” მილანის “ინტერს” ესტუმრება. აღნიშნული შეხვედრა ესპანური გუნდისთვის უმნიშვნელოა, რადგან “ბლაუგრანამ” ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

კამპ ნოუელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა. ლეო მესი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო მწვრთნელის გადაწყვეტილებით არ ითამაშებენ. ნელსონ სემედუ, არტური, უსმან დემბელე და ხორდი ალბა კი გუნდს ტრავმების გამო დააკლდებიან.