ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
El Desmarque-ის ცნობით, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა და “სამეფო კლუბმა” “იუნაიტედს” პოგბას სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო, ხამეს როდრიგესი და მარიანო დიასი შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” 2016 წლიდან ასპარეზობს (ტურინის “იუვენტუსიდან” გადავიდა). ფრანგმა პრემიერლიგის 97 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 24 გოლი გაიტანა.