იგუაინის გოლები და საგოლე პასი რონალდუს არყოფნაში

0
41
სერია A-ს მე-13 ტურში ტურინის “იუვენტუსმა” ბერგამოში გასვლაზე 3:1 სძლია “ატალანტას”.
ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა რონალდომ.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 56-ე წუთზე რობინ გოსენსის გოლით დაწინაურდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ ,,იუვე” გააქტიურდა, რასაც შედეგი 74-ე წუთზე მოჰყვა – გონსალო იგუაინმა პიანიჩის გადაცემით ისარგებლა. 82-ე წუთზე ,,პიპიტამ” დუბლი გაიფორმა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში პაულო დიბალამ დააფიქსირა, ათიანმა იგუაინის პასის შემდეგ გაიტანა.
“იუვენტუსი” 35 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან “ინტერს” 4 ქულით უსწრებს.