შანსი უნდა გამოვიყენოთ – ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

0
49

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.  ჩვენი გუნდი ერთა ლიგის  ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს.  მატჩი 2020 წლის 26 მარტს შედგება. ამ მატჩამდე, ჩვენს ნაკრებს მეტი შეხვედრა დანიშნული აღარ აქვს.

ერთა ლიგის ნახევარფინალიდან ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებენ კოსოვოს და  მაკედონიის ნაკრებებიც. აღნიშნული შეხვედრაც 2020 წლის 26 მარტს შედგება:

  1. საქართველო – ბელარუსი
  2. მაკედონია – კოსოვო

რეგლამენტის მიხედვით, ფინალური დაპირისპირება 2020 წლის 31 მარტს უნდა შედგეს, ფინალისტები  ზემოხსენებულ ორ წყვილში ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

დღეს, შვეიცარიაში გამართული კენიჭისყრის შედეგად ოფიციალურად გაირკვა, რომ ფინალურ შეხვედრას  საქართველო – ბელარუსის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს. ეს კი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის შანსია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევაფინალამდე დამაჯერებელი  მატჩებით მივიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი საკუთარ ჯგუფს ერთა ლიგის დაწყებიდან  ერთპიროვნულად ლიდერობდა. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო (ყაზახეთი 0:2 საქართველოსაქართველო 1:0 ლატვია; საქართველო 3:0 ანდორალატვია 0:3 საქართველო, საქართველო 2:1 ყაზახეთი), ერთი შეხვედრა კი ფრედ დაასრულა (ანდორა1:1 საქართველო).