საფრანგეთთან საეჭვო პენალტით წავაგეთ…

0
81
Daviti KOBOURI of Georgia and Eduardo CAMAVINGA of France during the UEFA European Championship - Group B match between France U21 and Georgia U21 on November 15, 2019 in Nancy, France. (Photo by Aude Alcover/Icon Sport via Getty Images)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევის მატჩი სტუმრად, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართა და 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ანგარიშით – 0:2 მარცხდებოდა, როდესაც შეძლო, მეტოქეს2 წუთში ორჯერ გაუტანა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა მატჩის მიწურულს შეხვედრის მთავარი არბიტრის მიერ მიღებულმა საკამათო გადაწყვეტილებამ შეხვედრის ანგარიშს წერტილი დაუსვა.

მასპინძლებმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს (1:0) და მეორე ტაიმიც გოლით დაიწყეს (2:0), თუმცა გია ცეცაძის ნაკრები დამაჯერებელი აღმოჩნდა. მეტოქეს ჯერ კოხრეიძემ ლოჩოშვილის შედეგიანი გადაცემის შემდეგ გაუტანა (2:1), შემდეგ  კი ქავთარაძემ კვარაცხელიას გაატანინა და წონასწორობა აღდგა (2:2).

90+2 წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა ლუკა გუგეშაშვილის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ბურთთან ედუარდო მივიდა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 3:2.

აღსანიშნავია, რომ გია ცეცაძის ნაკრებს 5 მნიშვნელოვანი მოთამაშე  დააკლდა: ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე, ვატო არველაძე, ლევან ხარაბაძე და ლუკა ლაკვეხელიანი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ვერ დაეხმარნენ.

ევროშესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში შვეიცარიის, ლიხტენშტაინის, აზერბაიჯანის, საფრანგეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად გამოდის. 4 მატჩის შემდეგ, 6 ქულით 10 გატანილი და 5 გაშვებული გოლით ჩვენი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზეა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შემდეგი შეხვედრა 18 ნოემბერს, სლოვაკეთის წინააღმდეგ ელის. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე შედგება.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან მატჩში გუნდს დაეხმარება ზუკა დავითაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, შვეიცარიასთან მატჩის განაცხადში შეიყვანა.

საფრანგეთი 3:2 საქართველო
გოლები: 1:0  რაინ-ადელაიდა  (15), 2:0 რაინ-ადელაიდა (54) 2:1 კოხრეიძე (58), 2:2 კვარაცხელია (61), 3:2 ედუარდო (90+2).
საქართველოს ნაკრები:  გუგეშაშვილი (c), მალი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, ნინუა (ქოჩორაშვილი), კოხრეიძე (არდაზიშვილი), სპანდერაშვილი (ქავთარაძე), ბუღრიძე (კვარაცხელია), ტაბატაძე (სილაგაძე).
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე.