ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ლეო მესისთან ერთად თამაშს ისურვებდა:
„ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, ლეო მესია. მან იცის, როგორ უნდა გააკეთოს პასი, როდის აიღოს თამაში საკუთარ თავზე და როგორ გაიტანოს გოლი.
ჩემთვის, ლეო მესი სადღეისოდ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია“, – ციტირებს პელეს სიტყვებს Goal.com.
