“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ კარიერაში ერთადერთხელ სთხოვა მოწინააღმდეგეს მაისურას გაცვლა.
“ნამატჩევს მაისურას გაცვლას სხვა ფეხბურთელს არ ვთხოვ, როგორც წესი, მათი თხოვნით ვუცვლი. ერთადერთხელ ზინედინ ზიდანს ვთხოვე. ისე, თუ მეტოქის გუნდში არგენტინელი თამაშობს, მაისურას ვუცვლი. თუ არავინ მთხოვს, არც მე ვთხოვ”, – ციტირებს მესის TyC Sports.