გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა თურქულ „გაზიანტეფთან“ შეხვედრაში დიდი ბრძოლა გადაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვეს.
ბოლო, მეოთხე პერიოდში „ტენერიფემ“ ჩინებულად ითამაშა, შვიდქულიანი ჩამორჩენა ფინელი სასუ სალინის შედეგიანი თამაშის წყალობით აღმოფხვრა და 69:67 მოიგო.
გიორგი შერმადინს რაც შეეხება, ქართველმა კალათბურთელმა 23:08 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა. რვიდან ოთხი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, ქართველი მეფარის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 14 შეადგინა.