შენგელია და შერმადინი ტურის რჩეულებში!

0
54
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში, რომელიც ხუთი სტატისტიკური მონაცემის მიხედვით დგება, სამი პოზიცია ქართველმა ლეგიონერებმა დაიკავეს, ეს კი, ACB ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს მართლაც რომ გამორჩეული უქმეები ჰქონდათ. გრან კანარიას ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ 17 ქულა ჩააგდო, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი კი კიდევ უფრო შორს წავიდნენ.

თორნიკე შენგელია

თოკოს ბასკონია ობრადოიროს სტუმრობდა და დამაჯერებელი გამარჯვება (92:79) იზეიმა, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი მოედანზე 33:46 წუთი გაატარა და 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

შენგელიამ 14-დან 6 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდი სიმბოლურ ხუთეულში ერთბაშად ორ პოზიციაზე მოხვდა. შენგელიას 29 ქულა ხომ ვერავინ გადაფარა და ამას გარდა, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტიც, რომელიც 32-ს გაუტოლდა, ტურში საუკეთესო იყო.

შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ბურგოსს 3 ქულით, 85:82 მოუგო, ქართველმა ცენტრმა კი 27:57 წუთში 22 ქულას, 10 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა და 5-ჯერ საკუთარზე.

გიორგი შერმადინი

სწორედ ჯამური 10 მოხსნა აღმოჩნდა ის შედეგი, რომელმაც ქართველი ლეგიონერი მე-8 ტურის რჩეულ ხუთეულში შეიყვანა.

გარდა, საუკეთესოებში ობრადოიროს მცველი ხოსე პოსასი (11 პასი) და ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერი კორი ჰიგინსი (8 სამქულიანი) მოხვდნენ.