„პარი სენ ჟერმენმა“, „ბაიერნმა“ და „იუვენტუსმა“ პლეი ოფი გაინაღდეს

0
27

ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტური მიილია და სამი მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა – „პარი სენ ჟერმენი“, „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ პლეი-ოფში დანამდვილებით ითამაშებენ.

სხვა მხრივ, მადრიდის „რეალი“, „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ ახლოს არიან იმავე წარმატებასთან, ისევე როგორც მადრიდის „ატლეტიკო“, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში ხელი მოეცარა.

„პარი სენ ჟერმენი“ ერთ-ერთი იმ სამი გუნდიდან, რომელმაც უკვე გაიფორმა პლეი ოფის საგზური. ტომას ტუხელის გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობს და „ბრიუგესთან“ მისი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, საფრანგეთის ჩემპიონს გაუჭირდა, რადგან მატჩის მიწურულს კეილორ ნავასი მოევლინა მხსნელად. ერთადერთი გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ იკარდის საოცარი სტატისტიკა აქვს ჩემპიონთა ლიგაზე – 10 მატჩი და 8 გოლი! ასეთ მცირე რაოდენობის შეხვედრებში უფრო მეტი გოლი (9) მხოლოდ სიმონე ინძაგის, ჰარი კეინსა და სადიო მანეს აქვთ გატანილი. 74-ე წუთზე კი, „ბრიუგემ“ პენალტის შესრულების შანსი მიიღო, მაგრამ დიანეს ნავასმა აჯობა და თავის გუნდს მოაგებინა. შედეგად, პსჟ-მ მერვედფინალშია, თუმცა, ჯერ პირველი ადგილი არ აქვს გარანტირებული (ამასთანაც ძალიან ახლოსაა).

ნიკო კოვაჩის გარეშე დარჩენილმა „ბაიერნმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ძალიან ადვილად მოიგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. „რეკორდმაისტერი“ ბერძნულ გუნდთან უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გასაკვირია, რომ ანგარიში მხოლოდ 69-ე წუტზე გაიხსნა. რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა გატანა, პოლონელს საოცარი სეზონი აქვს: ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა (ჯამში 14 თამაში და 20 გოლი). მატჩის მიწურულს მეორე გოლი ივან პერიშიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ბაიერნი“ 12 ქულით ლიდერია.

ტურინის „იუვენტუსი“ კიდევ ერთი მერვედფინალისტია. 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად „იუვემ“ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე შეძლო ჯგუფიდან გასვლა. ეს მოსკოვში მოხდა, სადაც მაურიციო სარის გუნდმა „ლოკომოტივს“ აჯობა. უკვე მეოთხე წუთზე აარონ რემზიმ გახსნა ანგარიში, რასაც მოსკოველებმა მალევე უპასუხეს. მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე კი, დუგლას კოშტამ ითამაშა ფანტასტიკურად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათამაშო დღის ულამაზესი გოლი გაიტანა. ამ გოლმა „იუვენტუსს“ ვადაზე ადრე მოუტანა მერვედფინალის საგზური.