14 ნოემბერს ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში, „უემბლიზე“ ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა მეათასე იქნება „სამი ლომის“ ისტორიაში. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ საგანგებო მაისურები დაამზადა.
საინტერესოა, რომ ყველა მოთამაშეს, რომელსაც ოდესმე უთამაშია ინგლისის ნაკრებში, საკუთარი, უნიკალური ნომერი მიანიჭეს. უეფამაც ნება დართო ბრიტანელებს ასეთი ნომრიანი მაისურებით ითამაშონ.
მატჩზე დაპატიჟებული არიან ნაკრების ყველა კაპიტანი და მსოფლიო ჩემპიონატების 50 მონაწილე.
ინგლისის ნაკრება ისტორიაში პირველი მატჩი 1872 წლის 30 ნოემბერს ჩაატარა შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ (0:0).