ზივზივაძე ტურის სიმბოლურში მეორედ მოხვდა

0
37

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.  ზივზივაძის გუნდმა „მეზიოკიოვეშდმა“ „დებრეცენი“ მიიღო და 3:1 სძლია. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა 54-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ, მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ. მან 81-ე წუთზე საგოლე პასი ვაიდას გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ზივზივაძემ, რომელიც „მეზიოკიოვეშდს“ ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი მიითვალა. მისი გუნდი 22 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
„მან თავისი ქმედითუნარიანობა დაამტკიცა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლამაზი სოლო გარღვევა გოლით დაასრულა, ხოლო შემდეგ ვაიდას საგოლე პასი მისცა“ – იუწყება csakfoci.hu 25 წლის ფეხბურთელის შესახებ.
ზივზივაძე მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.