“მანჩესტერის” შედეგიანობის რეკორდი პრემიერლიგაში

0
46

ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნორვიჩს” გასვლაზე 3:1 სძლია. Sky Sports-ის ცნობით, მატჩში გასული პირველი გოლი, რომელიც მაკტომინეის ანგარიშზეა, ,,იუნაიტედისთვის” პრემიერლიგის ისტორიაში გატანილი მე-2000 გოლი გამოდგა. ,,მანჩესტერი” პირველი გუნდია ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, რომელმაც 2000 გოლის გატანა შეძლო.

,,წითელი ეშმაკების” მაისურით პრემიერლიგაში პირველი გოლი 1992 წლის აგვისტოში უელსელმა მარკ ჰიუზმა გაიტანა, მე-500 – 1999 წლის თებერვალში ენდი კოულმა, მეათასე – 2005 წლის ოქტომბერში პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ, 1500-ე კი 2011 წლის დეკემბერში – ბულგარელმა დიმიტარ ბერბატოვმა.