შოთა არველაძის სამწვრთნელო დუბლი “ფახთაქორში”

0
27

დრაგან ჩერანის ჰეთ-თრიკით შოთა არველაძის ”ფახთაქორმა” უზბეკეთის თასი მოიგო. მიმდინარე სეზონში ქართველი სპეციალისტის გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონატისა და თასის მოგებით ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა. უზბეკთის 2019 წლის თასის გათამაშების ფინალში ”ფახთაქორმა” 3:0 დაამარცხა აგმკ.

შოთა არველაძე უზბეკურ კლუბს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მის სამწვრთნელო კარიერაში 2019 წელი გამორჩეულია, რადგან მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი ტიტული მოიპოვა უზბეკეთის ჩემპიონობის სახით, ხოლო ამავე სეზონში მისმა გუნდმა თასიც მოიგო.