დუდა სანაძის 15-ქულიანი დებიუტი და გამარჯვება

0
36

დუდა სანაძის ბრწყინვალე დებიუტი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში. ქართველმა უკანახაზელმა “ოლივეირენშესთან” კონტრაქტი ერთი კვირის წინ გააფორმა, 26 ოქტომბერს კი პირველი მატჩი ითამაშა და თავის გუნდს “ლუზიტანიის” დამარცხებაში დაეხმარა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე არასრული 29 წუთი გაატარა. დუდამ 8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე ჯამში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა დაგროვდა. ოლივეირენშელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ედი ნორელია, 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა შონ მილერმა.

“ოლივეირენშეს” 4 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და ცხრილში III-V ადგილებს იყოფს. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 1–ელ ნოემბერს, სტუმრად “ავეიროსთან” გამართავს.