დიეგო მარადონა “ნაპოლის” პრეზიდენტს: “მერტენსი არ გაუშვა”

0
39

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ავსტრიული “ზალცბურგისა” და “ნაპოლის” შეხვედრა იტალიურმა გუნდმა 3:2 მოიგო. ამ მატჩში დუბლი დრის მერტენსმა შეასრულა. ბელგიელს ნეაპოლური გუნდის მაისურით 116 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარულ დიეგო მარადონას გადაასწრო. არგენტინელმა აღნიშნულ ფაქტზე Corriere dello Sport-თან ისაუბრა:
„ჩემთვის ეს იმედგაცრუება არ ყოფილა. როდესაც მან გაიტანა, ნაპოლიზე ვფიქრობდი და არა საკუთარ თავზე.
“ნაპოლის” თამაშებს რეგულარულად ვუყურებ, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. შესაძლოა, “ზალცბურგთან” გუნდს იდეალურად არ უთამაშია, მაგრამ, როდესაც მატჩს იგებ, ცხადია, ეს სასიამოვნოა.
მერტენსი გულით თავდამსხმელია, თუმცა მან ეს არ იცოდა. მინდა, რომ ის გუნდში დარჩეს. ძვირფასო პრეზიდენტო, არ მისცე მას წასვლის უფლება. ვიცი, რომ ის 30-ს გადასცდა, მაგრამ ის დარბის, გააქვს გოლები და მშვენივრად მოძრაობს“, – განაცხადა მარადონამ.