„იუვენტუსი“ ნეიმარის, მბაპეს ან პოგბას გადაბირებას აპირებს

0
52

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ეთი სუპერვარსკვლავის – ნეიმარის, მბაპეს ან პოგბას შეძენას შეეცდება – გვამცნობს La Gazzetta dello Sport.
მბაპესა და პოგბას გადაბირებით მადრიდის „რეალიცაა“ დაინტერესებული. ხოლო „ბარსელონას“ ნეიმარის დაბრუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ პოგბა ადრე უკვე თამაშობდა „იუვენტუსში“. 2012-16 წლებში ფრანგი „ბებერ ქალბატონთან“ ერთად ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. „მანჩესტერთან“ მის მიმდინარე კონტრაქტს კი ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.