ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ (3:2), მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, დუბლი შეასრულა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო მეგოლეთა ხუთეულში მოხვდა. ამჟამად პოლონელი ბომბარდირის ანგარიშზე 58 გოლია.
ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი კი პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს (127), არგენტინელ ლიონელ მესის (112), ესპანელ რაულს (71) და ფრანგ ქარიმ ბენზემას (60) გაუტანიათ.