“ლივერპულის” სერია “მანჩესტერმა” შეწყვიტა

0
31

პრემიერლიგის მეცხრე ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ,,ლივერპულს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მერსისაიდელებს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ 8, გასული სეზონიდან მოყოლებული კი ზედიზედ 17 მატჩი ჰქონდათ მოგებული.

მატჩში დაწინაურება სოლსკიაერის გუნდმა შეძლო – 36-ე წუთზე თავი მარკუს რაშფორდმა გამოიჩინა, რომელმაც ჯეიმსის გადაცემით ისარგებლა. ,,ლივერპულმა” პირველივე ტაიმში გაიტანა, თუმცა მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

მეორე ნახევარში მერსისაიდელები უპირატესობას ფლობდნენ, რასაც შედეგი 85-ე წუთზე მოჰყვა – ადამ ლალანამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პრემიერლიგის 9 ტურის შემდეგ ,,ლივერპული” 25 ქულით პირველ პოზიციაზეა, ,,იუნაიტედი” კი 10 ქულით მეთოთხმეტე ადგილს იკავებს.