კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის პირველი სათამაშო დღე სენსაციით დასრულდა – დედაქალაქური დერბი “დინამო არენაზე”, რომელიც “დინამოსა” და “ლოკომოტივს” შორის გაიმართა, ლევან კორღალიძის გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო.
მატჩში ერთადერთი, გამარჯვების გოლი შეხვედრის 94-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა – სტუმართა ნახევარმცველმა, რომელიც ცვლილებაზე შევიდა, ბურთი დინამოელთა მეკარეს – ხოსე პერალესს თავზე გადაუგდო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ამ მარცხით “დინამოს” 16 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონატში დასრულდა, ამავდროულად თუ 20 ოქტომბერს ბათუმის “დინამო” “დილას” დაამარცხებს, საჩემპიონო ბრძოლაში სამი ქულით ჩამორჩება.
