საქართველომ ხორვატიასაც მოუგო!

0
49

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე მატჩი  ხორვატიის წინააღმდეგ გამართა და  მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა – 2:0.

შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ძალიან სწრაფად, მატჩის მე-8 წუთზე დაწინაურდა. მეტოქის კარი გიორგი გულიაშვილმა ანატოლი მესიაჩენკოს შედეგიანი გადაცემის შემდეგ აიღო (1:0). 23-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, ბურთთან კი გუნდის კაპიტანი, ზურიკო დავითაშვილი მივიდა (2:0).

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჯგუფში მეტოქეობას ხორვატიის, უნგრეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს უწევდა.  მიმდინარე ევროშესარჩევში ჩვენმა გუნდმა წარმატებული თამაში აჩვენა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური ერთი ტურით ადრე გაინაღდა. რამაზ სვანაძის გუნდმა პირველ მატჩში მეტოქე უნგრეთი 4:2, შემდეგ კი ყაზახეთი, ანგარიშით – 3:1 დაამარცხა.

ხორვატიასთან მატჩამდე ჯგუფში ამ უკანასკნელსა  და ჩვენს გუნდს თანაბარი, 6-6 ქულა ჰქონდათ, ჯგუფიდან ორი გუნდისთვის მომდევნო ეტაპის საგზური ისედაც გარკვეული იყო, თუმცა საქმე ჯგუფის მოგებას ეხებოდა, რისთვის ხორვატიას ფრეც ჰყოფნიდა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, 3 გამარჯვებით, 9 ქულით, 9  გატანილი და 3 გაშვებული ბურთით ჯგუფის გამარჯვებული ჩვენი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებია.

დიორი. “ეტო პარკი”
საქართველო – ხორვატია 2:0
საქართველო: ლომიძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, გულიაშვილი (გაგნიძე 83), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, აზაროვი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 90), იაკობიძე (ლომინაძე 90+3)
ხორვატია: იოსიპოვიჩი, იურიშიჩი (ბრაუტი 46), გვარდოლი, ვუსკოვიჩი, ჰრვოიე, გუიჩი, კრიზმანიჩი, სუჩიჩი (ბელიო 73), ბრმიჩი (ზუნიჩი 46), სარიჩი, კუპრესაკი (ლიბერი 25)
გოლები: 1:0 გულიაშვილი (9), 2:0 დავითაშვილი (23, პენ)