ინგლისი – პირველი მარცხი შესარჩევში ათწლიანი პაუზის შემდეგ

0
38
ევროპირველობის საკვალიფიკაციო A ჯგუფის მატჩში ჩეხეთმა ინგლისს თამაში შემოუტრიალა, 2:1 მოუგო და ეს ორი გუნდი 12-12 ქულით ლიდერია.
გამარჯვების გოლი 30 წლის ონდრაშეკმა ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა. ინგლისი ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2007 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა და მისი წაუგებელი 43-მატჩიანი სერია შეწყდა.
ინგლისის ნაკრებმა ევროპის/მსოფლიოს შესარჩევში მატჩი 2009 წლის შემდეგ პირველად დათმო.