შენგელიას ორმაგი დუბლი და მოსკოვში ბრძოლაში განცდილი მარცხი

0
31

თორნიკე შენგელიას ჩინებული თამაშის მიუხედავად, “ბასკონიამ” მოსკოვში დასანანი მარცხი განიცადა. ევროლიგის მეორე ტურის მატჩი ბასკონიელებმა მოსკოვში გამართეს და ხიმკისთან 3 ქულით, 76:79 წააგეს. მოსკოველებმა პირველ პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რისი შემცირებას სტუმრებმა მეორე პერიოდში მოახერხეს, თუმცა მატჩი მაინც ვერ გადაარჩინეს.

ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა 30:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულას, 10 მოხსნასა და 3 გადაცემას მოუყარა თავი. თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო – მან ბურთი ოთხჯერ შეტევაში და ექვსჯერ დაცვაში მოხსნა.

საქართველოს მოქალაქეობის მქონე კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. ჯენინგმა 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. გამარჯვებულებს 21 ქულითა და 8 პასით ალექსეი შვედმა ულიდერა.

შენგელიას ბასკონია მომდევნო ტურში, 17 ოქტომბერს, სტუმრად სტამბოლში “ფენერბაჰჩეს” დაუპირისპირდება.