ბრაზილია – მესამე მოუგებელი ტესტ-მატჩი

0
24

სინგაპურში გამართული ამხანაგური შეხვედრა ბრაზილიისა და სენეგალის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩში დაწინაურება ,,სელესაომ” შეძლო – მეცხრე წუთზე თავი რობერტო ფირმინომ გამოიჩინა, რომელმაც გაბრიელ ჟესუსის გადაცემით ისარგებლა. აფრიკელებმა პირველივე ნახევარში გაათანაბრეს – მანეს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ფამარა დიედიუმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შედეგად, ტიტეს გუნდმა მოგება ზედიზედ მესამე ამხანაგურ მატჩში ვერ შეძლო. ბრაზილია მომავალ შეხვედრას 13 ოქტომბერს, ნიგერიის წინააღმდეგ გამართავს.