მესის გარეშე არგენტინამ გერმანიას 0:2 “ამოუქაჩა”

0
34
დორტმუნდში ჩატარებული ამხანაგური მატჩი გერმანიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს შორის 2:2 დასრულდა.
დორტმუნდში, სტადიონზე, “ბორუსიას” შეხვედრებზე ტრიბუნებზე ნემსიც კი არ ჩავარდება, ეროვნული გუნდის თამაშზე კი სანახევროდ გაივსო და გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა.
პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და 2:0 დაწინაურდნენ. ანგარიში გნაბრიმ გახსნა, ხოლო მეორე გოლი მისი გადაცემით ჰავერტცმა გაიტანა. შესვენების შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და შეცვლაზე შესული ალარიოსა და ოკამპოსის გოლებით ფრეს მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ “ალბისელესტეს” დისკვალიფიცირებული კაპიტანი ლეო მესი ვერ დაეხმარა.

 

დორტმუნდი. “სიგნალ იდუნა პარკი”. 45 197 მაყურებელი
გერმანია – არგენტინა 2:2
გერმანია: ტერ შტეგენი, კლოსტერმანი, კოხი, ზიულე, ჰალსტენბერგი, კიმიჰი, ჯანი, გნაბრი (სერდარი 72), ჰავერტცი (რუდი 83), ბრანდტი (ამირი 66), ვალდშმიდტი.
არგენტინა: მარჩესინი, ფოიტი, ოტამენდი, როხო (აკუნია 46), ტალიაფიკო, პარედესი, პერეირა (სარავია 76), დე პაული (როდრიგესი 90+3), კორეა (ოკამპოსი 46), დიბალა (ალარიო 66), მარტინესი.
გოლები: 1:0 გნაბრი (15), ჰავერტცი (22), 2:1 ალარიო (66), 2:2 ოკამპოსი (85).