შენგელიას MVP-ის ტიტული ესპანეთის ლიგის სასტარტო მატჩში

0
33

თორნიკე შენგელიამ სეზონი MVP-ის ტიტულით და გამარჯვებით გახსნა. მისმა “ბასკონიამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგა) პირველ ტურში “ესტუდიანტესს” უმასპინძლა და მეტოქეს 23 ქულის სხვაობით, 105:82 მოუგო. “ბასკონია” უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. ვიტორიელებმა 4-დან 3 მეოთხედი მოიგეს.

მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. მან 11-დან შვიდი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ ხუთიდან ოთხჯერ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა.

ბასკონია ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ ადგილზეა და მეორე ტურში, 29 სექტემბერს, სტუმრად “ბარსელონას” შეხვდება.