ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა “პარი სენ ჟერმენსა” და “რეალს” შორის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
ამ მატჩში დუბლი არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ, გაიფორმა. შედეგად, ის გახდა მეორე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც დუბლის შესრულება “რეალთანაც” შეძლო და “ბარსელონასთანაც”.
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც დუბლი ორივე ესპანურ გრანდს შეუსრულა, მარიო ჟარდელი იყო. მან “პორტუს” მაისურით 1999 წელს “რეალთან” დუბლი შეასრულა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ორივგოლი “ბარსელონასაც” გაუტანა.