შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში “ჰამარბიუსა” და “გეტებორგის” მატჩი ჩატარდა, რომელშიც ქართველი ლეგიონერის, გიორგი ხარაიშვილის გუნდი 2:6 დამარცხდა
“გეტებორგის” რიგებიდან ორივე გოლის გატანა გიორგი ხარაიშვილმა შეძლო. ქართველმა მეტოქეს ჯერ მე-19 წუთზე გაუტანა, შემდეგ კი 57-ე წუთზე. საჯარიმოდან შესრულებული გიორგი ხარაიშვილის მეორე გოლი განსაკუთრებით ეფექტური გამოვიდა.
გიორგიმ ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.