ესპანურ–არგენტინული ფინალი ჩინეთში

0
39

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე ფინალისტი ცნობილია. ესპანეთის ნაკრების არგენტინა შეუერთდა, რომელმაც ნახევარფინალში საფრანგეთი დამაჯერებლად დაამარცხა.

პატაგონიელთა უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა და სამხრეთ ამერიკელებმა საფინალო სირენამდე ჩინებული კალათბურთი ითამაშეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ არგენტინამ მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო და  80:66 იმარჯვა.

კვლავ გაიბრწყინა ლუის სკოლამ. 39 წლის არგენტინელმა მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა და 34 წუთში საკუთარ გუნდს 28 ქულით 13 მოხსნითა და 2 პასით შეეშველა.ცხადია, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც სკოლა გახდა და თანაგუნდელებს ფინალში გაუძღვა.

არგენტინისა და ესპანეთის ფინალური შეხვედრა 15 სექტემბერს შედგება. იმავე დღეს, მესამე ადგილისთვის საფრანგეთი ავსტრალიის ნაკრებს გაეჯიბრება.