ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ამერიკის ეროვნული ნაკრები გამოეთიშა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მეოთხედფინალში საფრანგეთთან 79:89 დამარცხდა. ამერიკის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური შეხვედრა 2006 წლის შემდეგ პირველად წააგო.
საფრანგეთის რიგებში საუკეთესო რუდი გობერი იყო. “იუტა ჯაზის” ცენტრმა 21 ქულა, 16 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. 22 ქულით, 4 პასითა და 3 მოხსნით ევან ფურნიე გამოირჩა.
ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 29 ქულით, 5 მოხსნით, 4 პასითა და 2 ჩაჭრით გობერის თანაგუნდელი დონოვან მიტჩელი იყო.
ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება, მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ესპანეთმა და ავსტრალიამ შეადგინეს.