შოთა არველაძის გაწვრთნილი „ფახთაქორი“ უზბეკეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებს.
ტაშკენტელებმა მეოთხედფინალში თავის მინდორზე „სურხონი“ მიიღეს და 2:0 გაიმარჯვეს – 21-ე და 89-ე წუთებზე გოლები იგორ სერგეევმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ფახთაქორი“ უზბეკეთის ჩემპიონატს წაუგებლად ლიდერობს და მიმდინარე სეზონში გუნდმა ფრედ მხოლოდ ორი მატჩი დაასრულა.
მთავარი ნიუსი შოთას “ფახთაქორი” თასზეც ყოჩაღობს