საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებურის თამაში ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
მეხუთე ტურში ვარშავის „ლეგიამ“ ლუბინის „ზაგლებიე“ 1:0 დაამარცხა და საგოლე პასი გვილიამ მიითვალა.
გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა.
მთავარი ნიუსი გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურშია