კატალონიის ბარსელონამ და მადრიდის რეალმა ლა ლიგაში პირველი მატჩები გამართეს. კატალონური გრანდი ბილბაოს ესტუმრა და ადურისის გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა. მადრიდელებმა კი სტუმრად სელტას 3:1 მოუგეს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 818 დღის განმავლობაში პირველად მადრიდის “რეალი” სატურნირო ცხრილში “ბარსელონას” ასწრებს. ბოლოს “სამეფო გუნდი” “ბლაუგრანაზე” წინ 2016/2017 წლების დასასრულს იყვნენ. ამ სეზონში მადრიდელებმა ლა ლიგა მოიგეს.