უეფამ “დინამოს” საჩივარი არ დააკმაყოფილა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის “ფეიენოორდთან” საპასუხო მატჩს თბილისელები ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებენ.
უეფამ დინამოელები ქომაგების მიერ “გაბალასთან” მატჩში გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა, რომელზეც კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძის განცხადებით, გამოსახულია რიცხვი – 1988, რომელიც აღნიშნავს თარიღს, როცა “დინამოს” ფანკლუბმა გუნდთან ერთად საგარეო მატჩებზე დაიწყო დასწრება და პირველი ასეთი თამაში ვილნიუსში იყო. მასზე დიდი შრიფტით წერია 88, ხოლო 19 – პატარა შრიფტით. თუმცა, უეფამ ჩათვალა, რომ ეს ნეონაცისტური სიმბოლოა, რომელსაც შეესაბამება ლათინური ანბანის ასოები – HH, ანუ რომ გავშიფროთ – Heil Hitler
ამის გამო უეფამ “დინამოს” მიმართ ასეთი სასჯელი გამოიტანა:
„დაევალოს თბილისის „დინამოს“ თავისი გულშემატკივრების რასისტული ქმედების გამო მომდევნო მატჩი დახურულ კარს მიღმა ჩაატაროს.
მომდევნო მატჩში, რომელსაც ქართული კლუბი ვალდებულია გამოფინოს ბანერი «#EqualGame უეფას ლოგოტიპით სამხრეთ ტრიბუნის 1,2 და მე-18 სექტორებში.
თავისი გულშემატკივრები რასისტული საქციელის გამო თბილისის „დინამო“ 50000 ევროთი დაჯარიმდეს“ – ნათქვამია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.